"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძის მოადგილედ ოზურგეთელი სოსო ერქომაიშვილი ინიშნება.
თავად სოსო ერქომაიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ინფორამცი აღნიშნულზე პირველად გაიგო.
მისივე თქმით, მას ამ თემაზე საუბარი არც ახლადდანიშნულ გუბერნატორთან არ ჰქონია.
სოსო ერქომაიშვილი ადგილობრივი არჩევნების დროს მხარს უჭერდა ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს (“პატრიოტთა ალიანსი“). ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში ის აცხადებდა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბეგლარ სიორიძემ.
ამავე თემაზე: სოსო ერქომაიშვილი: "ამომრჩეველს ვეუბნები, რომ შეურაცხყოფა მომაყენა ბეგლარ სიორიძემ"