ფილიპინებში ტაიფუნი 'ნოული" მძვინვარებს, რომლის სიჩქარე საათში 260 კილომეტრია.
ათი ათასობით მოსახლე ევაკუირებულია.
CNN-ის ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით 2 ადამიანს შეადგენს.
ტაიფუნის გამო ავიარეისები და სასაზღვრო მიმოსვლა შეჩერებულია.
მოსახლეობა ევაკუირებულია ვულკან "ბულუსანის" მიმდებარე ტერიტორიებიდანაც, რადგან ტაიფუნის შედეგად მისი ამოფრქვევის საფრთხე იზრდება.
ხელისუფლება ევაკუირებული ხალხისთვის საკვებს ამარაგებს.
მოსალოდნელია ტაიფუნმა იაპონიის ოკეანის კუნძულებისკენ გადაინაცვლოს.