"ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმი" პარასკევს, 15 მაისს 15 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
აღნიშნულის შესახებ ე.წ. ფლაერებს აქტივისტები ქუჩაში არიგებენ. ფლაერებში აღნიშნულია, რომ აქცია სისტემის და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გაიმართება.
აქვე წერია, რომ აქციის ის მონაწილე რომელიც მანიფესტანტებთან ბოლომდე დადგება ჯილდოს -500 ლარს მიიღებს. სხვა სახის ინფორმაცია ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის შესახებ ან კონკრეტულ პრეტენზიებზე უცნობია.