ტრაგედია დატრიალდა დეკანაძეების თემის სოფელ გოდგაძეებში, სადაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა, ასაკოვანი ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ხულოს რაიონის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლს იმ დროს გაუჩნდა, როცა ოჯახის წევრები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდნენ, მწოლიარე ქალბატონმა კი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ შეშლო. სახლი ნაწილობრივ ხის იყო.
შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სახანძრო რაზმი მუშაობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კი გამოძიება მიმდინარეობს.
24 საათის განმავლობაში აჭარაში ეს მეორე ხანძარია, გუშინ გვიან ღამით ქალაქ ბათუმში გორგილაძის ქუჩაძე მდებარე კაფე "მალიბუ" დაიწვა, სადაც წინასწარი ვარაუდით ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.