ეკოლოგიური ვითარების გაუარესების, აგრეთვე ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად მსოფლიო ოკეანეში კატასტროფულად მცირდება თევზის რაოდენობა.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ახლო მომავალში ზღვის პროდუქტების სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნება.
თევზით მდიდარი აუზების 30 პროცენტის რესურსი ეკოლოგიური პრობლემებისა და ინტენსიური თევზჭერის შედეგად თითქმის სრულიად არის ამოწურული.
უკანასკნელ წლებში მსოფლიო ოკეანეებში დაჭერილი თევზის საერთო მოცულობა 13 პროცენტით შემცირდა.
თუ ზღვის პროდუქტების კლების ტენდენცია გაგრძელდება, ექსპერტების ვარაუდით, დაახლოებით ორმოცდაათ წელიწადში ზღვებში თევზის მარაგი თითქმის სრულად გამოილევა.