ფილადელფიაში, ვაშინგტონი-ნიუ-იორკის მიმართულებით მოძრავი 10-ვაგონიანი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა.
CNN-ის ცნობით, 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 136 მგზავრი კი, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 6 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელში 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ფილადელფიის მერმის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მატარებელში შესაძლებელია 243 მგზავრი ყოფილიყო.
„ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლა“, _ აღნიშნა მერმა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო დანაყოფები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.