პაკისტანის ქალაქ კარაჩში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 43 მგზავრი გარდაიცვალა, 20-მდე პირი კი, დაშავებულია.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც 6-მა მოტოციკლეტისტმა ავტობუსს გზა გადაუკეტა და ცეცხლი გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსით მუსლიმები მგზავრობდნენ.
პაკისტანში შიიტი მუსლიმები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, ხშირად ხდებიან სუნიტი შეიარაღებული პირების თავდასხმის მსხვერპლი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.