ნეპალში, სამშაბათს განმეორებით მომხდარ მიწისძვრას 128 ადამიანი შეეწირა.
CNN- ის ინფორმაციით, ნეპალში 7.3 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 125 მიაღწია, 2 500- მდე ადამიანი დაშავებულია.
ინდოეთში გარდაცვლილთა რიცხვი უცვლელია, ისევ 17-ს შეადგენს, ჩინეთში კი, სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ, ნეპალის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.