(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის პირველი მოქალაქე, 2012 წლის 1 იანვარს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დილით, 09:50 წუთზე დაიბადა.
აღნიშნული ცენტრის კლინიკური დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, ოზურგეთის პირველი მოქალაქე სოფიკო ალექსანდრეს ასული მახარაძე-თავდუმაძე გახდა.
_ პატარა სოფიკო 3 კილოგრამსა და 200 გრამს იწონის. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ, _ გვითხრა მდინარაძემ.