პოლიციამ პანდას მოკვლისა და მისი ხორცით უკანონო ვაჭრობის გამო, ჩინეთში 10 ეჭვმიტანილი დააკავა.
CNN-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები გასული წლის დეკემბრიდან ადევნებდნენ თვალს პანდას ხორცით უკანონო ვაჭრობას და გამოძიების შედეგად დაჯგუფება გამოავლინეს.
ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკითხვაზე განაცხადა – "ჩვენ პანდა ტყეში შეცდომით მოვკალით, რადგან გარეული საშიში დიდი ცხოველი გვეგონა."
პოლიციელებმა აღმოაჩინეს პანდას ბეწვი, თავის ქალა და სხეულის სხვა ნაწილები ეჭვმიტანილთა სახლებში.
ასევე სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ბოლოს 35 კგ პანდას ხორცი გაიყდეს. მხოლოდ პანდას თათების გაყიდვიდან კი, 773 დოლარი აიღეს.
შეგახსენებთ, რომ "გიგანტური" ჯიშის პანდა მსოფლიოს ერთ-ერთი გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, დედამიწაზე ველურ ბუნებაში 1 800 ამ სახეობის პანდაა შემორჩენილი.