პითონმა, რომელმაც დანა, ე.წ. მაშა გადაყლაპა, ოპერაცია გაუკეთეს. შემთხვევა ავსტრალიაში მაშინ მოხდა, როდესაც პითონს მეპატრონე აარონ როუზი მკვდარი ვირთხით კვებავდა.
სასოწარკვეთილმა აარონმა დახმარება ვეტერინარს სთხოვა.
"ჩვენ მოხერხებულად უნდა გვემოქმედა, თორემ ვერ ავცდებოდით მომაკვდინებელ შედეგს", _ განაცხადა ექიმმა ოლივერ ფანელმა.
მისივე თქმით, ქვეწარმავლებს რეგურგიტაციის (მოუნელებელი საკვების უკან ამოღების უნარი) უნარი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო.