11 მაისს, ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე, "ბახმარომ" თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. "ბორის პაიჭაძეზე" შეკრებილ გულშემატკივარს ცოტა ნერვიულობაც მოუწია, თუმცა, ყველაფერი მასპინძელთათვის კარგად დასრულდა და "ბახმარომ" 3:2 დაამარცხა მეტოქე. "ბახმაროელთა" მხრიდან პირველი გოლი ბობომ გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა, ხვიჩა დიდიამ მეორე ტაიმში ეფექტური დარტყმით კვლავ გაათანაბრა 2:2, ხოლო გამარჯვების გოლი ისევ კოტდივუარელი ლეგიონერის ანგარიშზეა, რომელიც მისთვის ოცდამეოთხეა ამ სეზონში. მეორე წრეში "ბახმარომ" 10 თამაში ჩაატარა, აქედან 7 მოიგო და, საერთო ჯამში, 41 ქულას მოუყარა თავი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved