18-19 მაისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა.
"ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში",_ აღნიშნა ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის მეორე დღეს, 19 მაისს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.