ნეპალში, გაუჩინარებული ვერტმფრენი, რომელიც სამშაბათს მომხდარი მიწისძვრის დროს დაიკარგა, კატმანდუსგან 56 კმ-ის მოშორებით ჩამოვარდნილი იპოვეს.
BBC -ს ინფორმაციიით, ვეტმფრენში ექვსი ამერიკელი მეზღვაური და ორი ნეპალელი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
ნეპალის ოფიციალური პირების განაცხადებით, "მათ გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ".
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი, შესაძლოა, საწვავთან დაკავშირებული პრობლემა იყოს.
შეგახსენებთ, აღნიშნული ვერტმფრენი კატმანდუს აეროპორტიდან აფრინდა. ვეტმფრენი აშშ-ს საკუთრება იყო და ნეპალში საქველმოქმედო მიზნით იმყოფებოდა.