დღეს, ოზურგეთის "მერცხალმა" "გაგრასთან" 1:0-ით გამარჯვებას მიაღწია.
ამ მატჩის შემდეგ "მერცხალი" პირველ ლიგაში დარჩა.
ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე გამართულ თამაში, ერთადერთი გოლი გავიდა.
მეორე ტაიმში გიგა კვერენჩხილაძის გატანილმა გოლმა ოზურგეთელ ფეხბურთელებს წარმატება მოუტანა. იმ შემთხვევაში, თუ "გაგრა" მოიგებდა, ის უმაღლეს ლიგაში გადადიოდა, "მერცხალი" კი პირველ ლიგას გამოეთიშებოდა.