ბრიტანეთის უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანია „გლექსოსმიტკლაინი“ აშშ-ს 600 მილიონ დოლარს გადაუხდის ჯარიმის სახით უხარისხო წამლების გამოშვებისა და გაყიდვის გამო.
ბრიტანულმა კომპანიამ ვერ შეძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.
„გლექსოსმიტკლაინის“ საქმე ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც ფარმაკოლოგიური კომპანიის თანამშრომელმა ჩერილ ეკარდმა, რომელიც პროდუქციის ხარისხზე აგებდა პასუხს, აღმოაჩინა, რომ პუერტო-რიკოს ქალაქ ციდრაში არსებულ ქარხანაში წამლები ტექნოლოგიური დარღვევებით მზადდებოდა.
ეკარდმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ხელმძღვანელობის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან „გლექსოსმიტკლაინს“ სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ დანაშაული აღიარა.
„გლექსოსმიტკლაინსა“ და ამერიკის იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კომპანია 150 მილიონ დოლარს სისხლის სამართლის ჯარიმის, 450 მილიონს კი – ადმინისტრაციული ჯარიმის სახით გადაიხდის, ხოლო ჩერილ ეკარდი, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის, ამერიკული კანონების თანახმად, 96 მილიონს მიიღებს.