შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გოჩა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცელებმა, ახმეტის რაიონში, ალავერდის ქუჩაზე გოჩა გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან უკანონოდ მოჭრილი წიფლის ჯიშის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი ამოიღეს. გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი 1348 ლარს შეადგენს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).