(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთელმა, სოფელ კვირიკეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ახალი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორჯომიდან ჩამოტანილი ყველი 8 ლარად იყიდა. როცა მან ნავაჭრი შინ მიიტანა, ყველში კარტოფილი აღმოაჩინა.
_ საახალწლოდ ორნაირი ყველი ვიყიდე: ერთი ოჯახში დამზადებული და მეორე _ ბორჯომიდან ჩამოტანილი. საახალწლოდ ცეცხლის ფასი ჰქონდა ორივეს. სახლში რომ მივიტანე, ბორჯომიდან ჩამოტანილ ყველში დამპალი კარტოფილი აღმოვაჩინე, _ გვითხრა დაზარალებულმა მომხმარებელმა.