ოზურგეთის რაიონული სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის და “თავისუფალი ზონის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის სასამართლო პროცესი არ დაწყებულა.
სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე:
_ აქ ჩამოვედი, რომ მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს. რაც მოხდა გუშინ ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლის დროს, არის მიუღებელი და დასაგმობი. მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა და ამის გამო ორი ადამიანი დააკავეს, – გვითხრა გია თევდორაძემ.