შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული იოანე ა. ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას 66 ფირფიტა ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).