"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს ძალისხმევა ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხზე პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის სალომე გოგლიძის განცხადებით, მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შესწავლილ იქნა ინფორმაცია 2010-2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი საკითხების დადგენა: მსჯავრდებულ პირთა ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს რომელ ქვეყნებთან გააჩნდა მოლაპარაკება, რამდენი მსჯავრდებული გადაეცა საქართველოს, ასევე, რომელი სახელმწიფოები მოითხოვენ საქართველოსგან მსჯავრდებულთა გადაცემას და მოცემულ ეტაპზეც, რომელი უცხო ქვეყნები ითხოვენ საქართველოდან მსჯავრდებულთა ექსტრადიციას და რომელ ასეთ ქვეყნებთან გააჩნია საქართველოს ექსტრადიციის საკითხზე მოლაპარაკებები.
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ მიღებული ინფორმაციით, 2010-დან 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოში ექსტრადირებულ იქნა 111 ძებნილი პირი; 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 52 ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავდნენ; 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველო განიხილავდა 54 პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს. ხსენებული პროცედურები ინიცირებულ იქნა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 6 თებერვლის დროის მონაკვეთში; 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის შესახებ განიხილავდნენ შემდეგი 16 სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები; 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განიხილავდა ძებნილ პირთა შემდეგ 15 სახელმწიფოებში ექსტრადიციის საკითხს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველოში, ძებნილ პირთა გადმოცემის შესახებ 19 უცხო ქვეყნიდან სრულად იქნა დასრულებული საექსტრადიციო პროცედურები, ხოლო დროის აღნიშნულ მონაკვეთში, თავად საქართველომ 20 სახელმწიფოსთან მოახდინა მსჯავრდებულთა ექსტრადირება. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო, დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს სტანდარტების დაცვით ასრულებს, რაც ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ნდობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.