მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლდეზე მცოცავი დინ პოტერი ექსტრემალური ილეთის შესრულებისას დაიღუპა. მასთან ერთად 29 წლის გრაჰამ ჰარტიც გადმოხტა. მათ შაბათიდან ეძებდნენ.
ისინი 2286 მეტრიდან სპეციალური ტანსაცმლით გადმოხტნენ და იოსემიტის ეროვნულ პარკში, მთებს შორის არსებულ ვიწრო ნაპრალში უნდა გამძვრალიყვნენ.
CNN-ის ინფორმაციით, პოტერს პარაშუტი არ გაუხსნია.
დინ პოტერი მსოფლიოში ცნობილი ექსტრემალი იყო, რომელმაც პირველად შეძლო იოსემიტის სამი ყველაზე დიდი მწვერვალის ერთ დღეში დაპყრობა.