ოზურგეთში ‘’სტუდენტური დღეების’’ სასიმღერო ტურის ფინალი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. კონცერტის მხარდამჭერი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო.
კონცერტში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური გუნდები იღებდნენ. ფინალი საესტრადო, თანამედროვე, ეთნო-ფოლკლორული და როკის ტურებს ითვალისწინებდა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკითა და ფრანების გაშვებით დასრულდა.
‘’სტუდენტური დღეების’’ დასკვნითი კონცერტი 3 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.