თბილისის იუსტიციის სახლიდან დღეს იმ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, რომელის ჩამოტანაც სახურავიდან 10 ალპინისტის საშუალებით ეტაპობრივად განხორციელდა. იუსტიციის სახლის სახურავის ეგრედ წოდებული პეტალების დასუფთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭარბა.
15 ტონა სამშენებლო ნაგავი, იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი, თუმცა მისი აღმოჩენა, სახურავის თვისებურების გამო მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ძლიერი ქარის დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშლა. აღნიშნული ფაქტი იუსტიციის სახლის სამუშაო საათებში მოხდა თუმცა, ინცინდენტს დროს არავინ დაშავებულა მიუხედავად იმისა, რომ სახურავი უშუალოდ იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის თავზე, ხალხმრავალ ადგილას დაზიანდა.
შემთხვევის შემდეგ გაიხსნა და შემოწმდა იუსტიციის სახლის გადახურვის შვიდივე პეტალი, სადაც სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებთნ ერთად რამდენიმე ტონა რკინისა და არმატურის ნარჩენები აღმოჩნდა. მათ შორის ზოგიერთი არმატურის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენდა. სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვინაიდან რეალური იყო, რომ ინცინდენტის გამეორების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შექმნოდა, როგორც მომხმარებლის ისე თანამშრომლების სიცოცხლეს.
სახურავის პეტალების დასუფთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭრაბა. ამჟამად იუსტიციის სახლის სახურავი სამშენებლო ნარჩენისგან სრულად დასუფთვებულია, რაც ექსპერტების შეფასებით სახურავის დაზიანების საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.