საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის სახურავში მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიში ნივთები დაუმალეს, რაც მტკიცებულებაა იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის სიცოცხლე არ იყო ღირებული.
"მაშინ, როცა მიშა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ სწრაფად, უხარისხოდ უნდა დაესრულებინა და გაეხსნა 2012 წლის შემოდგომაზე ეს სახლი, ჩარჩა სახურავში ნაგავი, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში. დღევანდელი მოვლენა იქნება სისხლის სამართლის საქმეში ერთ–ერთი მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლე არ იყო მაშინ ღირებულება. რეალურად საკუთარ მოსახლეობას მიშა სააკაშვილმა, ჩემმა წინამორბედმა ბატონმა ვაშაძემ დაუმალეს, რომ შეკრულ სახურავში, რომელშიც სივრცე არის 2 მეტრი სიმაღლის, დატოვეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები. ვსვამ პროკურატურაში კითხვას, არის თუ არა ეს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული", _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შენობიდან ნარჩენების გატანის ხარჯი 40 000 ლარს აღემატება.