ჩინეთის ექსპრესმა "ჰარმონიამ" პეკინ-შანხაის რკინიგზის ჩქაროსნულ მაგისტრალზე გამოცდის დროს საათში 486,1 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ამით მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
მატარებელი "ჰარმონია" ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში გამოიცადა. ორ ქალაქს შორის 1 318 კილომეტრ მანძილს მატარებელი ოთხ საათში დაფარავს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამინისტრომ უკვე შეუკვეთა ახალი თაობის 100 ლოკომოტივი, რომლებიც უსაფრთხოების მაღალი დონით, ეკოლოგიურობით, კომფორტით გამოირჩევიან და უხმაუროდ მოძრაობენ.
ამჟამად ჩინეთში რკინიგზის ძირითად მაგისტრალებზე მოძრავი მატარებლები საათში 350 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობენ. ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ჩქაროსნული რკინიგზის ხაზების მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე 2016 წლისთვის 40 ათას კილომეტრს მიაღწევს.