უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიულ ქვეყნად დარჩება.
BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა ომს არ აწარმოებს რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებთან, არამედ ის დიდ რუსეთს ებრძვის.
პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო არ ენდობა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს.
შეგახსენებთ რომ რუსეთი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულებს ეხმარება შეიარაღებაში და ამბოხებულებიც უარყოფენ მოსკოვის მხარდაჭერას.
შაბათს უკრაინაში ორი სამხედრო დააკავეს. დატყვევებულები აღიარებენ, რომ არიან დიდი რუსეთის ჯარისკაცები და აღმოსავლეთ უკრაინაში მსახურობენ.
აღნიშნულ შემთხვევაზე რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი ახალი დასაქმებული ჰყავდა, როცა დააკავეს.
შესაბამისად, რუსეთის როლი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა: "მე აბსოლუტურად გულახდილი ვიქნები თქვენთან, ეს არ არის რუსების მიერ ზურგგამაგრებული სეპარატისტების ამბოხება, ეს ნამდვილი ომია რუსეთთან. ამის ნათელი მაგალითი იმ სამხედროების აღიარებაა, რომლებიც დავაკავეთ."
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: "მე არაფრის არ მეშინია. მჯერა ისინი შეტევისთვის ემზადებიან და ვფიქრობ ჩვენ მზად დავხვდებით. არ მივცემთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების შანსს. ის რაც ხდება ან მოხდება მთლიანად მათ პასუხისმგებლობასა და სინდისზეა."
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე 6 000 ადამიანია ომში დაღუპული.