26 ივნისს, ოზურგეთში, ოლიმპიური ჩირაღდანი შემოვა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მარათონი სახელოვანი ოზურგეთელი სპორტსმენების მონაწილეობით; ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ მდებარე სკვერში ოლიმპიური ჩემპიონები _ მანუჩარ კვირკველია და ვახტანგ ბლაგიძე კვარცხლბეკზე ჩირაღდანს დადგამენ და ეს ცეცხლი ერთი ღამით დარჩება ქალაქში. ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი თეატრალურ მოედანთან, პარალელურად, გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. კონცერტი დასრულდება ფეიერვერკით.