"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრის, თემურ სალუქვაძის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამ დღეებში მისი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის განთავისუფლებას აპირებს.
"ბატონო ზაზა, თქვენ დგახართ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე, ან იმოქმედოთ დემოკრატიული ღირებულებებითა და პრინციპებით, ან დაბრუნდეთ წარსულში, რომელსაც მომავალი არ აქვს! ვახტანგ ზენაიშვილის განთავისუფლების შემთხვევაში, ეს სამარცხვინო ნაბიჯი იქნება კიდევ ერთი, მორიგი პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე. სხვა კვალიფიკაცია ამ ფაქტს არ შეიძლება მიეცეს!" _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
“გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით.