ლანჩხუთის გამგებლის პირველი მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
"როცა "ქართული ოცნება"დღეს ევროპას მიუკაკუნებს გაგვიღე კარიო, აგერ ადამიანებს პირდაპირი პოლიტიკური ნიშნით ატოვებინებენ თანამდებობას, მერე ჩამოვლენ საქართველოში და ცხრა წლიან მმართველობას შეგვახსენებენ. ძალიან მალე მოგიწევთ აბარგება, თქვენ ახლა აგონიაში ხართ!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის პირდაპირ გუბერნატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ზაზა ურუშაძე ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა. ზენაიშვილის აქამდეც "თავისუფალი დემოკრატი" იყო, ურუშაძეს თუ მისი გაშვება უნდოდა, მანამდე გაუშვებდა, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა გამგებლის მოადგილის გათავისუფლება ახალი გუბერნატორის მოსვლას. ისე, ძალიან მაინტერესებს, ბრძანებაში რა არის მითითებული გათავისუფლების საფუძვლად", _ აცხადებს ასკურავა.