"ნიკა მელია გამოირჩეოდა აგრესიით, რომელმაც სასაცილოა, მაგრამ მოიწია ახლოს, ყურში შემაგინა და გვერდზე მიჩქმიტა. ამეღნიშნება სილურჯეებიც" _ წერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში .
მისივე თქმით, გუშინ, განათლების სამინისტროში მორიგი პროვოკაცია მოაწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ".
"შეკრებილები იყვნენ მშობლები, რომლებსაც მინისტრი შეხვდა სასკოლო ასაკთან დაკავშირებით. აქციაზე გავედი მე, რომ მიმეწვია მინისტრთან შეხვედრაზე მშობლები და არა ნიკანორ მელია. ასევე იყვნენ პოლიტიკური მხარეები _ კობა სუბელიანი, თავისუფალი ზონა და სერგო რატიანი. მოლაპარაკებისას ნიკა მელია გამოირჩეოდა აგრესიით, რომელმაც სასაცილოა, მაგრამ მოიწია ახლოს, ყურში შემაგინა და გვერდზე მიჩქმიტა. ამეღნიშნება სილურჯეებიც , სამწუხაროდ ესე იქცევიან, როდესაც საუბარში ვერ გყვებიან" _ წერს აბესაძე ფაისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღნიშნული ინცინდენტის მოყოლა აბესაძეს ამით არ დაუსურლებია. მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში კონკრეტიკაზე გადავიდა:
"მიჩქმიტა" _ ძალიან ბევრს ვხალისობ. ამხელა მერობის კანდიდატი კაცი რომ სამინისტროში მოდის ნასვამი, საუბარში ვერ პროვოკატორობს და ბოლოს იყენებს ყველაზე უკანასკნელ მეთოდს, "ნაცებისათვის" კარგად ნაცადს…. ჯერ ჩუმად პროვოკაციულად მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და შემდეგ მიახლოვდება და ამასაც ფარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას (მიჩქმიტა მუცელზე). თქვენ დაარქვით ამას სახელი. ეხლა ზის მთელი სანაცეთი და ნიკანორის ეს ზე პოლიტიკური საქციელი რომ "გააპრავოს" ათას სისულელეს ამბობს. პროვოკატორები ხართ სრული ნაც. მოძრაობა და პროვოკაციებზე წამოგება თქვენივე ენით "ნურას უკაცრავად " _ წერს აბესაძე.
თამარ სანიკიძის მრჩევლის ამ გზავნილებს ნიკა მელიამ ერთი წინადადებით უპასუხა:
_ "მიჩქმიტა – იქნება ალბათ წლის ყველაზე ორიგინალური 'ბრალდება" _ წერს ფეისბუქში მელია.