ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა "ევროვიზიის" მეორე ნახევარფინალი.
მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ფინალში მოხვდნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები _ აზერბაიჯანის, კვიპროსის, ისრაელის, ლატვიის, ლიტვის, ჩერნოგორიის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის და შვეციის.
პირველი ნახევარფინალის შემდეგ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ალბანეთის, სომხეთის, ბელგიის, ესტონეთის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთის, რუსეთის, სერბეთის და რუმინეთეის წარმომადგენლებმა.
ფინალში, რომელიც ხვალ გაიმართება, ავტომატურად მოხვდნენ ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას "ევროვიზიაზე" ნინა სუბლატი იცავს.