"უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას", _ ასე ფიქრობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რიგაში სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
"რასაკვირველია, ჩემთვის, როგორც ქართული ოპოზიციის ლიდერისა და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელისთვის უკრაინაში, საწყენია, რომ რიგის სამიტზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინასთან და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით", _ თქვა სააკაშვილმა,
მისი მოსაზრებით, "უკრაინამ და საქართველომ დაიმსახურეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი."
"მიუხედავად ამისა, _ დასძინა საააკშვილმა, _ ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო და იმედი მაქვს, იგი დადებითად გადაწყდება თუ არა რიგაში, სამიტის შემდეგ მაინც."
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჯერჯერობით, შეუძლებელია.