განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს:
_ “შეკრებილები იყვნენ მშობლები, რომლებსაც მინისტრი შეხვდა სასკოლო ასაკთან დაკავშირებით. აქციაზე გავედი მე, რომ მიმეწვია მინისტრთან შეხვედრაზე მშობლები და არა ნიკანორ მელია. ასევე იყვნენ პოლიტიკური მხარეები _ კობა სუბელიანი, თავისუფალი ზონა და სერგო რატიანი. მოლაპარაკებისას ნიკა მელია გამოირჩეოდა აგრესიით, რომელმაც სასაცილოა, მაგრამ მოიწია ახლოს, ყურში შემაგინა და გვერდზე მიჩქმიტა. ამღმენიშნება სილურჯეებიც , სამწუხაროდ ესე იქცევიან, როდესაც საუბარში ვერ გყვებიან” _ წერს აბესაძე ფაისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღნიშნული ინცინდენტის მოყოლა აბესაძეს ამით არ დაუსურლებია. მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში კონკრეტიკაზე გადავიდა:
” ჯერ ჩუმად პროვოკაციულად მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და შემდეგ მიახლოვდება და ამასაც ფარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას (მიჩქმიტა მუცელზე). თქვენ დაარქვით ამას სახელი.” _ წერს აბესაძე.
თამარ სანიკიძის მრჩევლის ამ გზავნილებს ნიკა მელიამ ერთი წინადადებით უპასუხა:
_ “მიჩქმიტა – იქნება ალბათ წლის ყველაზე ორიგინალური ‘ბრალდება” _ წერს ფეისბუქში მელია.