ცოტა ხნის წინ ინგლისში ერთი სახალისო ისტორია დაფიქსირდა.
ხმის ჩამწერი სტუდია "ემის" დამლაგებელმა ქალმა ერთი ოთახის წესრიგში მოყვანისას იატაკზე რამდენიმე ძველი ფოტოსურათი იპოვა. სისუფთავის ერთგულმა დამცველმა ეს "ნაგავი" შემთხვევით სანაგვეში მოისროლა.
სურათებზე ლეგენდარული ჯგუფი "The Beatles" იყო გამოსახული და 1963 წელს იყო გადაღებული.
ხმის ჩამწერი სტუდია დამლაგებელი ქალების სერვისს უჩივის და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 700 ათასს ფუნტს სთხოვს, რაც დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.