თბილისში, "თავისუფალი დემოკრატების" სათაო ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, პარტია, "თავისუფალი დემოკრატების'' წევრის, ვახტანგ ზენაიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხებოდა.
"გურია ნიუსი" "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ეს არის განთავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელშიც განთავისუფლების მიზეზს ვერც ერთი თქვენთაგანი ვერ ამოიკითხავს. როგორც ჩანს გურიის ახალმა გუბერნატორმაგია სალუქვაძემ, რეგიონის განვითარება პოლიტიკური "დასუფთავებით" დაიწყო და ლანჩხუთის რაიონში მეტი პრობლემა ვერ აღმოაჩინა. კოალიციის დატოვების შემდეგ ეს არარის პირველი შემთხვევა.
სამწუხაროდ, ,,თავისუფალი დემოკრატების'' წარმომადგენლების დევნამ და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციამ კამპანიური ხასიათი მიიღო. ამას რეგიონებში ჩვენისაქმიანობის გააქტიურებასაც ვუკავშირებთ.
ცოტა ხნის წინ ახალციხის სასამართლომ უკანონოდ განთავისუფლებული ,,თავისუფალი დემოკრატი'' შალვა გოგოლაძე, უკვე აღადგინა საკრებულოს იურიდიული კომიტეტისთავმჯდომარედ.
გუშინ ბათუმში გაიმართა ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, თავისუფალი დემოკრატის ასლან კახიძის სასამართლო. რომელიც ასევე, პოლიტიკური ნიშნითიქნა განთავისუფლებული.
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები'', ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ დავუპირისპირდებით უსამართლობას და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე!!!
ლანჩხუთის მოსახლეობას კი ვპირდებით, რომ ვახტანგ ზენაიშვილი მალე დაუბრუნდება თავის საქმიანობას", _ აღნიშნულია განცხადებაში.