ირლანდია, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც ქვეყნის კონსტიტუციას შეცვლიან და ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ.
დღეს, ირლანდიის მაცხოვრებლები არჩევნებს ატარებენ, რომ სქესის მიუხედავად ყველას მიეცეს, ქორწინების უფლება.
CNN-ის ინფორმაციით, ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყანაში იმ შემთხვევაში დაკანონდება, თუ შედეგების დათვლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მეტი მომხრე ეყოლება.
მაგრამ თუ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, ამ შემთხვევაში, მათ სამოქალაქო ქორწინების უფლება ექნებათ, მაგრამ ჯვარს ვერ დაიწერენ.
ირლანდიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, „კარგი იქნება, თუ არჩევნები შედგება.“
ირლანდიის ერთ-ერთი მოქალაქის, დაითი გალვინის თქმით, „ არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლიათ საჯაროდ თქვან „დიახ“ ან „არა“, მაგრამ დემოკრატიის სურვილი ადამიანებს აიძულებთ თანხმობა გამოუცხადონ ერთსქესიანთა ქორწინებას.“
„ ეს არის თემა, რომელზეც ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ ირლანდიელებს ხმამაღლა საუბარი უყვართ“, _ ამბობს CNN-თან საუბრისას ირლანდიის კიდევ ერთი მოქალაქე.