უკრაინაში საბრძოლო შეტაკებები ისევ გრძელდება. როიტერის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
"გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკთან ახლოს 3 უკრაინელი სამხედრო გმირი მოკლეს, 12 კი დაჭრეს", _ აცხადებს უკარინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო.
მისივე თქმით, სეპარატისტები მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებენ.
ნატო-ს, დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ინფორმაციით, სეპარატისტები დიდ დანაკარგს არ განიცდიან, რადგან რუსეთი ამარაგებს, როგორც მეომრებით, ისე სამხედრო ტექნიკით.