ატლანტაში, მშობლების ბრალდების საფუძველზე მასწავლებელი დააპატიმრეს.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა საშუალო სკოლის მოსწავლეებს ნება დართო საკლასო ოთახში სექსუალური აქტი ჰქონოდათ.
ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, რომელმაც პოლიციაში განაცხადი შეიტანა, თავისი 14 წლის გოგონას მობილურ ტელეფონში შემაშფოთებელი SMS-შეტყობინება ნახა.
დედამ განაცხადა, რომ "მასწავლებელი მოსწავლეებს საკლასო ოთახში სექსუალური აქტის ნებას რთავდა".
მშობელმა ასევე თქვა, რომ იქამდეც ეჭვისთვალით უყურებდა მასწავლებელს, ვიდრე მესიჯს იპოვიდა.
მასწავლებელი 25 წლის არის და მათემატიკის გარდა სკოლაში კალათბურთსაც ასწავლის.
სკოლის დირექტორის თქმით, მას სკოლიდან გაათავისუფლებენ.