23-24 მაისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში უმაღლესი რანგის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი რაბატის მასტერსი გაიმართება, სადაც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები მაროკოში 8 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი.
სულ რაბატის მასტერზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 225 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. მედლები მამაკაცთა და კაცთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
რაბატის მასტერსის საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია, ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს მასტერსის ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები ერიცხებათ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირის პირველ დღეს, 23 მაისს მედლებისათვის მამაკაცთა შორის -60, -66 და -73 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 24 მაისს კი ტატამზე -81, -90, -100 და + 100 კგ. წონითი კატეგორიების სპორტსმენები გავლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 60კგ – ამირან პაპინაშვილი; 73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი; 81კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი; 90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი; +100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
მთ. მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე.