https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უპირისპირდებიან

0:05; 24.05.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვინ იქნება მოსამართლეების "მდევნელი" და რატომ უნდა გადაყლაპოს სასამართლომ "მწარე აბი"

"გენერალური ინსპექცია სასამართლოში", "მდევნელი", "მწარე აბი მოსამართლეებისთვის", "უცხო სხეული სასამართლო სისტემაში", "ოდეერი", "კვაზი საბჭოს მდივანი", "მინი დისციპლინური საბჭო საბჭოში" _   ამ და სხვა მსგავსი ეპითეტებით დღეს, მოსამართლეთა უმრავლესობამ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ახალი  – ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანის მცდელობა გააპროტესტა.

მართლმსაჯულების სახლში შეკრებილმა მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვეს არ დაუშვან მოსამართლეების დამცირება, დაჩაგვრა და დაშინება, რასაც, მათი აზრით, ახალი ინსტიტუტის ამოქმედება გამოიწვევს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ, მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპისთვის შემუშავებული კანონპროექტი სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევისა და მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცედურებს, მოსამართლეთა მივლინების წესსა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს  ეხება. ამასთანავე, სასამართლოს თავმჯდომარისა და მენეჯერის ფუნქციების გამიჯვნასა და სასამართლოს თავმჯდომარისთვის საქმეების განხილვის ვალდებულებასაც ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, სასამართლოების თავმჯდომარეებს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ, რიგითი მოსამართლეები აირჩევენ. ეს კი, ავტომატურად გამოიწვევს ყველა მოქმედი სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ამას ემატება დისციპლინურ სამართალწარმოებაში ახალი ინსტიტუტის, ინსპექტორის შემოყვანაც, რასაც მოსამართლეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

 არსებული კანონპროექტით, ინსპექტორი  კონკურსის წესით აირჩევა. თავად ინსტიტუტი კი, ანგარიშვალდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იქნება და საბჭოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

თუმცა, ინსპექტორის ფუნქციას, დღეს არსებული კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასრულებს. მას უფლება აქვს, საბჭოში შესული საჩივრის საფუძველზე დაიბაროს მოსამართლე და ახსნა-განმარტება მოსთხოვოს, ამასთანავე, გამოიკვლიოს მოსამართლის დისციპლინური დარღვევის მიზეზები და საჭიროების შემთხვევაში სასჯელიც დააკისროს.

აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის და მოსამართლეებისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ახალი ინსტიტუტის შექმნა,  როცა საბჭო და დისციპლინური კომისია ამ საქმეს ისედაც აკეთებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა დამოუკიდებელი ინსპექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის დამხმარე ორგანო იქნება.

"ის, რომ არსებობს პრობლემები, ამის კონკრეტიზაცია ზედმეტია, მოსამართლეებს რომ დახმარება სჭირდებათ ესეც რეალობაა, ამასთანავე კანონმდებლობაც დასახვეწია; ამ პოზიციებში განსხვავებული აზრებია, მოსამართლეები ცდილობენ ღირსება დაიცვან. არის იმისი გარანტიების მოთხოვნა, რომ ბალანსი იყოს დაცული კანონმდებლობაში და ცვლილებები მართლმსაჯულების განხორციელების მაღალ ინტერესსაც არ შეეწინააღმდეგოს. ერთ–ერთი მტკივნეული საკითხი უკავშირდება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების ისეთ მექანიზმს, რომელიც არის რეპრესიული დისციპლინური სამართალწარმოება თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.

პრობლემები რომელიც გამოიკვეთა არის, რომ ეს საფუძველი ძალიან მკაცრად გაიწეროს. ეს აქამდე არ გაკეთებულა და ამაზე მითითება ღირს. მეორე საკითხია ის, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები, თუმცა, სასამართლო ამბობს, რომ უნდა გავითვალისწინოთ საქმეთა დიდი რაოდენობა, მათი გადატვირთულობა და ვადების დარღვევის რეალური, ობიექტური მიზეზები. ამიტომ იქნა შემოთავაზებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანა კანონმდებლობაში. შეუძლებელია კანონპროექტის ავტორს ან კანონმდებელს უარესისკენ კანონმდებლობის შეცვლის მიზანი ჰქონოდა. ბუნებრივია, სვლა არის პროგრესისაკენ, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა არის ობიექტურად გასათვალისწინებელი", _ აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების იდეა იუსტიციის სამინისტროს უზენაესმა სასამართლომ მიაწოდა და კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში ეს არ ეწერა.

თუმცა, როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლოდან წამოსულმა ინიციატივა მოსამართლეთა სადამსჯელო მექანიზმის შემოეღებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ უმალ აიტაცა. რისი დადასტურებაც წინა შეხვედრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის მიერ გაკეთებული კომენტარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბარამიძემ მოსამართლეებს გამოუცხადა: თქვენ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, მაინც იმ ცვლილებებს შევიტანთ, რასაც იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტსო.

ამის გამო, წინა შეხვედრა მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა დატოვა.

ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან ითხოვდნენ, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, უჭერდა თუ არა მხარს ბარამიძის გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს მოსამართლეთა კორპუსს და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა მოსამართლესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

 "გურია ნიუსის" კითხვაზე – შესაძლოა თუ არა კანონში ინსპექტორის ინსტიტუტი აღარ შევიდეს, გვენეტაძე პასუხობს: "ყველაფერი შესაძლებელია".

გარდა ინსპექტორის ინსტიტუტისა, დღეს, მოსამართლეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში ცვლილებების შეტანასაც გააპროტესტეს. საქმე ეხება საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, დაიწყოს თუ არა დისციპლინური დევნა, ხმების ოდენობის 10-დან 8-მდე შემცირებას და ამ გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით დაფიქსირებას (დღევანდელი კანონმდებლობით, საჭიროა საბჭოს წევრის 10 ხმა, გადაწყვეტილება კი ფარული კენჭისყრით ფიქსირდება).

ამასთანავე, მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ინსპექტორს განუსაზღვრელი უფლებამოსილება აძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ჩაერიოს, რასაც გვენეტაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ ინსპექტორის ინსტიტუტი სწორედ კონკრეტულ საქმეს განიხილავს და არა მოსამართლის საერთო სამოსამართლო საქმიანობას.

"ეს არის ეთიკური სტანდარტი, არაჯეროვანი ქცევა, კორუფციული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენა, რაც რასაკვირველია, კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს შეიძლება მოხდეს.

ინსპექტორი არის საწყისი ფიგურა, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიაწვდის თავის მოსაზრებებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იუსტიციის საბჭო იღებს. ის მხოლოდ დევნის ეტაპებზეა პროცესში ჩართული. საქმეს განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საბოლოო  გადაწყვეტილებას კი ამავე საბჭოს დისციპლინური კოლეგია", _ აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მოსამართლეს აქვს უფლება დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება მოითხოვოს, თუ ამის აუცილებლობას დაასაბუთებს. ამ შემთხვევაში, მოკვლევას საბჭოს წევრი განახორციელებს, რომელიც რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევა.

რაც შეეხება მოსამართლეთა ვნებათაღელვას, რომ ინსპექტორს უფლება ექნება, მათ წინააღმდეგ წარსულში განხილული საქმეების შესახებ ინფორმაციაც მოიკვლიოს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინსპექტორის უფლებამოსილება კანონის ამოქმედების შემდეგ გავრცელდება და წარსულში, მოსამართლის მიერ შესაძლო გადაცდენას არავინ შეამოწმებს.

თუმცა, მიუხედავად განმარტებებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის არსებობს მოსამართლეებზე ზეგავლენას მოახდენს და ეს სასამართლო სისტემაში გადადგმულ სასიკეთო ცვლილებებს უკან დახევს.

"ამ კანონპროექტში მთავარი არის, რომ ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლეებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ინსპექტორი, რომელიც არის ფაქტობრივად გენინსპექცია, რომელსაც შეუძლია, მოსამართლე დაიბაროს, ჩამოართვას ახსნა–განმარტებები და ა.შ. მითუმეტეს, როდესაც საუბარი ეხება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნას, რომელსაც ისედაც ამოწმებს საბჭო, ასევე შეამოწმებს ინსპექტორი, რაც, ვფიქრობ, დაუშვებელია," _ განაცხადა  ლევან მურუსიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არსებულ მექანიზმზე "ცოტა უფრო მოქნილი, თუმცა, არასრულყოფილი მექანიზმია".

"ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება არანაირად არ აუარესებს დღევანდელ სიტუაციას მოსამართლეებისთვის. თუ დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია  განცხადება დაწეროს და დევნა აღძრას მოსამართლეზე, ამის უფლება შეიძლება ინსპექტორსაც ჰქონდეს. ჩემი პოზიციაა, ინსტიტუტს კი არ ვებრძოლოთ, მასში შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომელიც მოსამართლეებს დაიცავს. დღეს საბჭოს ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის ჩემს თანაშემწესაც შეუძლია, იგივე გააკეთოს, რასაც კანონში ცვლილებით ინსპექტორი გააკეთებს. ამ თანამშრომლის კომპეტენციაზე კი კითხვები ახლაც შეიძლება გაჩნდეს. ის საქმის სრულ, საფუძვლიან მოკვლევას ვერ ახერხებს, საქმის არსს ვერ სწავლობს. ინსპექტორი კი, კვალიფიციური დამოუკიდებელი პირი იქნება, რომელიც მხოლოდ დევნის დაწყების საფუძველს მოიკვლევს, შემდგომ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ახლა დევნის დაწყება გართულებულია, საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეს ინდობენ და დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხს კოლეგიაში არ გადასცემენ. ეს არ არის მასიურად, თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა. ამიტომ არის აუცილებელი, რომ დამოუკიდებელმა ინსპექტორმა კარგად მოიძიოს, გამოიკვლიოს შესაძლო გადაცდომა და ისე მიაწოდოს საბჭოს თავისი გადაწყვეტილება დევნის დაწყების თაობაზე", _ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძინა, რომ ინსპექტორს საქმის სრულად მოკვლევის უფლება უნდა მიეცეს, რაც ტექნიკური საშუალებებით აღჭურვასაც გულისხმობს.

"იყო შემთხვევები, როდესაც საბჭომ საქმეს იმის გამო ვერ განიხილა, რომ არ არსებობდა სასამართლო პროცესის ჩანაწერი. ყველაფერი გამქრალი იყო, ამიტომ ჰქონდა თუ არა მოსამართლეს გადაცდომა ვერ დავადგინეთ. არ ვიცი, ეს მიზანმიმართული ქმედებით მოხდა თუ არა, თუმცა, აქაც გაჩნდა კითხვის ნიშნები. ამიტომ ამ ყველაფრის გაკონტროლება უნდა მოხდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერები გამოვიყენოთ", _ აღნიშნა სოფრომაძემ.

საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე გახდება ცნობილი. მანამდე კი, მომდევნო თვეს, მოსამართლეებთან საჯარო განხილვები თბილისში, ბათუმში და ყვარელში იგეგმება.

მოსამართლეები კი აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საკითხს მხარს დაუჭერს, ისინი თავიანთ უფლებებს  მსოფლიო მოსამართლეთა ასოციაციაში დაიცავენ.

ამავე თემაზე:

ინსპექტორი სასამართლო სისტემის პროკურორი იქნება – მურუსიძე

მოსამართლეები შეცდომების გარეშე მუშაობენ თუ ისინი ვინმემ დაინდო, უნდა გაირკვეს – გვენეტაძე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026
ზაფრანი

მამაკაცი და ახალი წელი

9:45; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო