შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა მათემატიკოსი ჯონ ნეში, რომლის ცხოვრებაც საფუძვლად უდევს რონ ჰოვარდის ცნობილ ფილმს "ბრწყინვალე გონება". ფილმში ნაჩვენებია მათემატიკოსის გენიალურობა და მისი ბრძოლა შიზოფრენიასთან, სადაც მეცნიერის როლს რასელ ქროუ ასრულებს.
86 წლის ნეში მანქანაში თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დარტყმამ ისინი ავტომობილიდან გადმოაგდო. ტაქსის მძღოლი გადარჩა. სავარაუდოდ, ავარიაში დამნაშავე ტაქსის მძღოლია, რომელმაც გასწრებისას საჭე ვერ დაიმორჩილა.
ჯონ ნეში ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, ერთი კვირის წინ კი მათემატიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დარგის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.