2023 წელს 281 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდა, ყველაზე საშინელი ვითარება ღაზაშია,_ ნათქვამია Euronews– ის ინფორმაციით, გაეროს განცხადებაში.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა გლობალურმა მოხსენებამ სურსათის კრიზისების შესახებ დაადგინა, რომ ომის შედეგად განადგურებული ღაზა არის ტერიტორია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს.
_ 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 24 მილიონით მეტი ადამიანი იყო საკვების მწვავე ნაკლებობის წინაშე, _ ნათქვამია მოხსენებაში.
ეს გამოწვეული იყო სასურსათო უსაფრთხოების მკვეთრი გაუარესებით, განსაკუთრებით ღაზას სექტორსა და სუდანში.