საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტფრედერიკ ბენ ჰოჯესს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
ქვეყნის პირველმა პირმა გენერალი ჰოჯესი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვისოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავებისმხარდაჭერისათვის.
"საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი ქვეყნისსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ნატო-სთან პარტნიორობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. ესმიმართულება სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმათავისი სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს ამ არჩევანის მნიშვნელობა. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი ღირსეულიპარტნიორები", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამერიკელმა გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსთვის და ყურადღება ორქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა:
"ჩემთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ აღიარება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდროურთიერთობა აქვს; დიდი პატივია, ვხედავდე საქართველოსა აშშ-ს შორის პარტნიორობის პროგრესს ევროატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში", _ აღნიშნა ფრედერიკ ჰოჯესმა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გენერალისა და სტუმრების პატივსაცემად ვახშამი გაიმართა