დღეს, ქალაქ რიგას სამუშაო ვიზიტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ეწვია, სადაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრას ლატვიის სეიმის ევროპის საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტები მასპინძლობს. მასში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები.