თბილისში, ვარდების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
როგორ უფროსმა ინჟინერ-კონსტრუქტორმა თეიმურაზ პუპუზაშვილმა განაცხადა, წელს დამთვალიერებლებს ბევრი სიახლე ელოდებათ.
"წელს სიახლე ბევრი გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის რამდენიმე მათგანია. პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო სამედიცინო მანქანა, რომელიც გამიზნულია ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანად. მანქანა შექმნილია საერთშორისო სტანდარტების დაცვით, როგორც დაჭრილთა ტრანსპორტირების თვალსაზრისით, ასევე,დაცვის დონის თვალსაზრისითაც", _ აღნიშნა პუპუზაშვილმა და დასძინა, რომ "დელტა" ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება და მომავალი წლისთვის ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია მანქანა, რომელმაც საუდის არაბეთის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 865 კილომეტრი დაბრკოლების გარეშე გაიარა.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომლის მონტაჟიც კახეთში მიმდინარეობს და სრულად წელს შემოდგომიდან ამოქმედდება.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ახალი ხეხლსასროლი იარაღები: პისტოლეტები, ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები.
გამოფენა უკვე დაათვალიერა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.