საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას სამხედრო ატრიბუტიკის გამოჩენის სცხვენია. ამის შესახებ კანდელაკმა, დღეს, 26 მაისისადმი მიძღვნილ გამოფენაზე განაცხადა.
"26 მაისი არის მნიშვნელოვანი სიმბოლო. 1918 წელს, 26 მაისი, თითქმის 100 წლის წინ, საქარტველო თანამედროვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თარიღი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში აკრძალული იყო . ეს თარიღი არის საქართველოს თავისუფლებისკენ და ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფვის სიმბოლო. ამ სულისკვეთებით აღვნიშნავთ ამ თარიღს ჩვენს ხალხთან ერთად. უკვე მესამე წელია სამხედრო აღლუმი არ იმართება, იმ სამწუხარო მიზეზის გამო, რომ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას რცხვენია სახელმწიფოს სამხედრო ატრიბუტიკის გამოჩენის", _ აღნიშნა კანდელაკმა.