დღეს, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 12 საათზე, შეჯიბრი 500 მეტრ მანძილზე მარათონულ რბენაში დაიწყო, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში პირველობა რაგბისტებმა არავის დაუთმეს.
გამარჯვებული რაგბისტების სამეული კი ასე გამოიყურება: პირველი ადგილი ოთარ მჟავია, მეორე ადგილი გიორგი ცქვიტინიძე, მესამე ადგილი – პაატა ბურჭულაძე.