26 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ყვავილებით შეამკო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ბიუსტი და იუნკერი მაკარ ბურჭულაძის საფლავი.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ. პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სპორტული ღონისძიებების: ლელობურთის, მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, ველოსიპედისტთა პირველობის, ბაგირის გადაძალვისა, დოღის ფინალებით და გალა კონცერტით დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი "ახალგაზრდული კვირეული“.