ამერიკული მას-მედიის ცნობით, უახლოეს თვეებში ლეგენდარული კინოვარსკვლავი ჯუდი გარლანდის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ სურათის გადაღება დაიწყება.
ამ ფილმს კომპანია „ჰარვი ვაინშტაინის“ დაკვეთით გადაიღებენ. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მისი რეჟისორი. კომპანიამ რამდენიმე თვის წინ შეიძინა მსახიობის ბიოგრაფიის ეკრანიზაციის უფლება.
ათი წლის წინ მწერალმა ჯერალდ კლარკმა გამოაქვეყნა წიგნი „გახდე ბედნიერი: ჯუდი გარლანდის ცხოვრება“. ამ ნაშრომში აღწერილია მრავალრიცხოვანი პრობლემები რომელიც თან სდევდა „ოზის ქვეყნის ჯადოქრის“ ვარსკვლავს. მათ შორის აღსანიშნავია მიდრეკილება ლოთობისა და ნარკოტიკებისადმი, უიღბლობა სიყვარულში.
ძილის ჭარბი დოზის მიღებით გარდაცვლილი კინოლეგენდა სულ რაღაც 47 წლის იყო.